როდის დაიწყებს ევროკავშირი მოლდოვასთან მოლაპარაკებებს და რა თქვეს კიშინიოვში ჩასულმა ევროპელმა ლიდერებმა
ევროკავშირი მოლდოვას EU-ში გაწევრიანების დაჩქარებას განიხილავს - ამის შესახებ ინფორმაციას "პოლიტიკო" ავრცელებს, რომელიც წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ ევროკავშირმა მოლოდვასთან მოლაპარაკებები შესაძლოა, სექტემბერში დაიწყოს. თუ ეს ასე მოხდა, მაშინ მოლდოვა უკრაინას გადაუსწრებს და უფრო მალე მოხდება მოლაპარაკებების დაწყება.
ამ ინფორმაციას ამყარებს გერმანიის კანცლერის, ფრიდრიხ მერცის განცხადება, რომელმაც მოლდოველი ხალხის პირისპირ, დამოუკიდებლობის დღეს განაცხადა, რომ ევროკავავშირი ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ მოლდოვასთან რაც შეიძლება მალე დაიწყოს მოლაპარაკებები და დაასახელა შემოდგომა.
ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ გაწევრიანების მოლაპარაკებების პირველი კლასტერის ამ შემოდგომით გახსნა შევძლოთ. გერმანია გააგრძელებს ექსპერტების გაგზავნას მოლდოვის რეფორმების პოლიტიკის მხარდასაჭერად. ჩვენ ევროპული და გერმანული რესურსებით საგრძნობ დახმარებას ვუწევთ“. - განაცხადა მერცმა.
ვაიმარის სამკუთხედის სამი სახელმწიფოს ლიდერი, მანუელ მაკრონი, დონალდ ტუსკი და ფრიდრიხ მერცი გუშინ კიშინიოვში ჩავიდნენ, სადაც მოლდოვას დამოუკიდებლობის დღეს სიტყვით გამოვიდნენ.
ეს არის მხარდაჭერის, სოლიდარობის და რწმენის გზავნილი, რომელიც დღეს ჩამოვიტანეთ. ჩვენ გვჯერა ჩვენი საერთო მომავლის ევროპაში. სწორედ ამიტომ, ქალბატონო პრეზიდენტო, თქვენ გვერდით ყოფნა ამ განსაკუთრებულ დღეს არის როგორც თქვენი ქვეყნისა და თქვენი ხალხისადმი პატივისცემა, ასევე თქვენი გამბედაობის, მონდომებისადმი და ევროკავშირში მოლდოვის მომავლის საერთო რწმენისადმი პატივისცემა, რომელსაც ჩვენ ვიზიარებთ", - თქვა მაკრონმა.
თქვენი სიმტკიცე, თქვენი ერთგულება ღირებულებებისადმი და თქვენი ხმა გაამდიდრებს მთელ კავშირს. არ არსებობს უსაფრთხო ევროკავშირი, უსაფრთხო პოლონეთი, უსაფრთხო საფრანგეთი, უსაფრთხო გერმანია დამოუკიდებელი და უსაფრთხო მოლდოვის გარეშე- განაცხადა ტუსკიმ.
ჩვენი საერთო მიზანია მოლდოვას გაწევრიანება ევროკავშირშიი. ახლა ევროკავშირი იდეალური არ არის , და დიახ, ხანდახანნ ცოტა ჩახლართულია , მაგრამ ევროკავშირი მზად არის შეასრულოს პირობაა და უზრუნველყოს ევროპის კეთილდღეობა, თავისუფლება და მშვიდობა. არც კი მინდა წამოვიდგინო, სად იქნებოდა ჩვენი სამი ქვეყანაა, პოლონეთი, საფრანგეთი და გერმანიაა ეკონომიკურად და პოლიტიკურად, რომ არა ევროკავშირი. ჩვენ სამივე, ემანუელ მაკრონი, დონალდ ტუსკი და მე აქ ვართ რათა გითხრათ , რომ ჩვენთვის მოლდოვა ამ ევროპულ პროექტშიი უახლოესი პარტნიორია . თქვენ ეკუთვნით ევროპულ ოჯახს- თქვა მერცმა.