ანტონიო კოშტა: შეძრწუნებული ვარ უკრაინაზე რუსეთის მიერ განხორციელებული სასიკვდილო სარაკეტო თავდასხმების მორიგი ღამის გამო
„შეძრწუნებული ვარ უკრაინაზე რუსეთის მიერ განხორციელებული სასიკვდილო სარაკეტო თავდასხმების მორიგი ღამის გამო" – ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტი ანტონიო კოშტა სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, რუსეთის აგრესია მხოლოდ აძლიერებს ჩვენს გადაწყვეტილებას, ვიდგეთ უკრაინისა და მისი ხალხის გვერდით და ევროკავშირი გააგრძელებს უკრაინის მხარდაჭერას.
„შეძრწუნებული ვარ უკრაინაზე რუსეთის მიერ განხორციელებული სასიკვდილო სარაკეტო თავდასხმების მორიგი ღამის გამო. ჩემი ფიქრები უკრაინელ დაზარალებულებთანაა და ასევე ევროკავშირის დელეგაციის თანამშრომლებთან, რომელთა შენობაც დაზიანდა რუსეთის გამიზნული დარტყმის შედეგად. ევროკავშირი არ შეშინდება. რუსეთის აგრესია მხოლოდ აძლიერებს ჩვენს გადაწყვეტილებას, ვიდგეთ უკრაინისა და მისი ხალხის გვერდით“, – წერს ანტონიო კოშტა.
უკრაინის დედაქალაქზე რუსეთის მიერ ღამით განხორციელებულ თავდასხმას 14 ადამიანი ემსხვერპლა, 48 კი დაშავდა.
უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით რუსეთმა უკრაინის ქალაქების დამობმა 629 რაკეტითა და დრონით.
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანდრეი სიბიჰამ განაცხადა, რომ 28 აგვისტოს ღამით კიევზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად ევროკავშირის მისიის შენობა დაზიანდა.