ურსულა ფონ დერ ლაიენი ზელენსკისა და ტრამპს ესაუბრა

28.08.25 18:43
ურსულა ფონ დერ ლაიენი ზელენსკისა და ტრამპს ესაუბრა

კიევზე რუსეთის მასიური დარტყმების შემდეგ, ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი უკრაინის პრეზიდენტ, ვოლოდიმირ ზელენსკის და აშშ-ის პრეზიდენტ, დონალდ ტრამპს ესაუბრა. ამის შესახებ ის სოციალურ ქსელში წერს

ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი "მოლაპარაკებების მაგიდასთან უნდა დაჯდეს". 

ახლახან ვესაუბრე პრეზიდენტ ზელენსკის, შემდეგ კი დონალდ ტრამპს, კიევზე მასიური დარტყმების შემდეგ, რომელმაც ჩვენი ოფისები დააზიანა.

პუტინი მოლაპარაკებების მაგიდასთან უნდა დაჯდეს. 

ჩვენ უკრაინისთვის მტკიცე და სანდო უსაფრთხოების გარანტიებით სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობა უნდა უზრუნველვყოთ, რაც ქვეყანას "ფოლადის ზღარბად" აქცევს.

ევროპა სრულად შეასრულებს თავის როლს.

მაგალითად, ჩვენი თავდაცვის ინსტრუმენტი SAFE მნიშვნელოვანი იქნება უკრაინის მამაცი შეიარაღებული ძალების გასაძლიერებლად," - წერს ევროკომისიის პრეზიდენტი. 

შეგახსენებთ, რომ უკრაინის დედაქალაქზე რუსეთის მიერ ღამით განხორციელებულ თავდასხმას 14 ადამიანი ემსხვერპლა, 48 კი დაშავდა.

უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით რუსეთმა უკრაინის ქალაქების დამობმა 629 რაკეტითა და დრონით.

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანდრეი სიბიჰამ განაცხადა, რომ 28 აგვისტოს ღამით კიევზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად ევროკავშირის მისიის შენობა დაზიანდა.