ზელენსკი: EU-ში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების გახსნაზე უახლოეს მომავალში პოზიტიურ გადაწყვეტილებას ველით

28.08.25 20:04
ზელენსკი: EU-ში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების გახსნაზე უახლოეს მომავალში პოზიტიურ გადაწყვეტილებას ველით

"EU-ში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების გახსნაზე უახლოეს მომავალში პოზიტიურ გადაწყვეტილებას ველით" - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ევროკომისიის პრეზიდენტ, ურსულა ფონ დერ ლაიენთან საუბრის შემდეგ, სოციალურ ქსელში წერს

ზელენსკის ცნობით, საუბრისას ურსულა ფონ დერ ლაიენმა ევროკავშირის მე-19 სანქციების პაკეტის მომზადებისა და სხვა პარტნიორებთან კოორდინაციის შესახებ განახლებული ინფორმაცია გაუზიარა. 

მე ვესაუბრე ევროკომისიის პრეზიდენტს, ურსულა ფონ დერ ლაიენს. 

მადლიერი ვარ ჩვენი ხალხის მიმართ გამოთქმული სამძიმრისა და სოლიდარობისთვის ასეთი ცინიკური და სასტიკი რუსული დარტყმის შემდეგ. გუშინ ღამით უკრაინაზე ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური თავდასხმა მოხდა. რუსებმა კიევი თავიანთ მთავარ სამიზნედ აირჩიეს. სამძებრო-სამაშველო ოპერაცია კვლავ გრძელდება. ჩვენ მადლიერები ვართ ყველასი, ვინც ახლა უკრაინის გვერდით დგას და არ დუმს.

ჩვენ განვიხილეთ ჩვენი დიპლომატიური ძალისხმევა მკვლელობების შესაჩერებლად, ამ არაპროვოცირებული რუსული აგრესიის დასასრულებლად და ჩვენი ხალხისთვის რეალური უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. სწორედ ამ მიზნით, სხვადასხვა დონეზე ბევრი სამუშაოა გასაკეთებელი. მაგრამ სანამ რუსეთი მშვიდობისკენ რეალურ ნაბიჯებს არ გადადგამს, მასზე ზეწოლა უნდა გაძლიერდეს. ურსულა ფონ დერ ლაიენმა გაგვიზიარა განახლებული ინფორმაცია ევროკავშირის მე-19 სანქციების პაკეტის მომზადებისა და სხვა პარტნიორებთან კოორდინაციის შესახებ.

ასევე ვისაუბრეთ ჩვენს ევროპული ინტეგრაციის გზაზე და უკრაინისა და მოლდოვისთვის სანდო მოლაპარაკებების კლასტერის ერთდროულად გახსნაზე. ჩვენ უახლოეს მომავალში პოზიტიურ გადაწყვეტილებას ველით," - წერს ზელენსკი. 

მსგავსი სიახლეები