მერცი ფიქრობს, რომ პუტინისა და ზელენსკის შეხვედრა არ შედგება
საფრანგეთის პრეზიდენტის რეზიდენცია ბრეაგანსონში გამართული საფრანგეთ–გერმანიის მინისტრთა საბჭოს სხდომის წინ, გერმანიის კანცლერმა ფრიდრიხ მერცმა უკრაინასა და რუსეთს შორის დაგეგმილი სამიტის იდეას „არარეალისტური“ უწოდა.
მისი თქმით, მიუხედავად ტრამპსა და პუტინს შორის შეთანხმებებისა, „ცხადია, რომ მათი შეხვედრა არ შედგება."
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი თავის მხრივ დარწმუნებულია, რომ პუტინის პირადი დამოკიდებულება ზელენსკის მიმართ მთავარი მიზეზია, რის გამოც შეხვედრა ვერ ხერხდება. როგორც დასავლური მედია წერს, ტრამპი ამ ეტაპზე აპირებს უკრაინასა და რუსეთს მიანდოს მოლაპარაკებების ორგანიზება და თავად დროებით ჩამოშორდეს აქტიურ ჩართვას ომის შეწყვეტის პროცესში.
მხოლოდ რამდენიმე დღით ადრე, 22 აგვისტოს, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა თქვა, რომ პუტინი მზად იქნება ზელენსკისთან შეხვედრისთვის მხოლოდ მას შემდეგ, რაც შემუშავდება „სამიტის კონკრეტული პროგრამა“, თუმცა მისი თქმით, მსგავსი გეგმა ამჟამად არ არსებობს.