"რუსეთი აღარ ითხოვს უკრაინის ოთხ ოლქს": თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა პუტინის ახალ მოთხოვნებზე ისაუბრა
თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჰაკან ფიდანმა განაცხადა, რომ რუსეთმა უარი თქვა უკრაინის ოთხი ოლქის სრულად დაპატრონების გეგმაზე და ამ ეტაპზე ცდილობს დონეცკის ოლქის სრულ კონტროლსა და ზაპოროჟიეში არსებული პოზიციების შენარჩუნებას.
ფიდანის თქმით, ეს საკითხი პირველად გაჟღერდა უკრაინა–რუსეთის მოლაპარაკებების მესამე რაუნდზე თურქეთში და მოგვიანებით განხილულ იქნა დონალდ ტრამპისა და ვლადიმირ პუტინის შეხვედრაზე ალასკაში.
მისი შეფასებით, რუსული პოზიციის შეცვლა შესაძლოა გახდეს ომის დასრულების საფუძველი, თუმცა „რთული მისაღებია უკრაინისთვის, რადგან საუბარია ტერიტორიულ დათმობებზე.“