უკრაინის თავდაცვის ძალებმა რუსული საწვავის ობიექტს დაარტყეს, რომელიც რუსულ არმიას ამარაგებს

29.08.25 14:55
უკრაინის თავდაცვის ძალებმა რუსული საწვავის ობიექტს დაარტყეს, რომელიც რუსულ არმიას ამარაგებს

უკრაინის გენშტაბის ინფორმაციით, თავდაცვის ძალებმა იერიში მიიტანეს რუსეთის ბრიანსკის ოლქში მდებარე საწვავის ინდუსტრიულ ობიექტზე, რომელიც ოკუპანტთა არმიას ნავთობპროდუქტებით ამარაგებდა.

დარტყმის შედეგად ობიექტის ტერიტორიაზე ხანძარი გაჩნდა. მედიის ცნობით, აღნიშნული სადგური დიზელის საწვავის მაგისტრალური მილსადენებით გადაქაჩვას უზრუნველყოფდა რუსეთის სამხედრო ძალებისთვის.

უკრაინის მხარის განცხადებით, ოპერაციაში ჩართული იყვნენ სარაკეტო და საარტილერიო დანაყოფები, უპილოტო სისტემების ძალები, სპეციალური ოპერაციების ნაწილი და უკრაინის უსაფრთხოების სამსახური.

მსგავსი სიახლეები