ზელენსკი: კიევში რუსული დარტყმის სალიკვიდაციო სამუშაოები დასრულდა, 8 ადამიანის ბედი უცნობია
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ კიევში, დარნიცის რაიონში, საცხოვრებელ კორპუსზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად დაზიანებულ ტერიტორიაზე სამაშველო სამუშაოები დასრულდა.
მისი თქმით, ადგილზე შენობის დემონტაჟი გრძელდება. ზელენსკიმ ასევე დააზუსტა მსხვერპლის რაოდენობა – დაღუპულია 22 ადამიანი, მაშინ როდესაც მანამდე 23 გარდაცვლილის შესახებ ვრცელდებოდა ინფორმაცია.