ერთი დაღუპული და 22 დაშავებული - რუსებმა ზაპოროჟიეს დაარტყეს

30.08.25 10:08
ერთი დაღუპული და 22 დაშავებული - რუსებმა ზაპოროჟიეს დაარტყეს

ერთი დაღუპული და 22 დაშავებული - რუსებმა ზაპოროჟიეს დაარტყეს.  ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ზაპოროჟიეს საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელზე, ივან ფედოროვზე დაყრდნობით ავრცელებს. დაშავებულებს შორის სამი ბავშვია.

მასიური იერიშის დროს რუსებმა ზაპოროჟიეზე სულ მცირე 12 დარტყმა განახორციელეს.

ზაპოროჟიეს საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის განცხადებით, რუსული ძალების თავდასხმის შედეგად, 14 საცხოვრებელი კორპუსი და 40-ზე მეტი კერძო სახლი დაზიანდა, ასევე მოსახლეობის ნაწილი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა.

 

მსგავსი სიახლეები