მაკრონი პუტინზე: როდესაც ვამბობთ, რომ ევროპის კარზე კაციჭამია დგას, ეს აღწერს იმას, რასაც ქართველები, უკრაინელები და ბევრი სხვა ერი ძალიან ღრმად გრძნობენ
29 აგვისტოს გერმანიის კანცლერთან შეხვედრის შემდეგ მაკრონმა განაცხადა, რომ გამართლებულად მიიჩნევს რუსეთის პრეზიდენტზე თავის სიტყვებს, რომელსაც მან მტაცებელი და კაციჭამია უწოდა, მას შემდეგ რაც მოსკოვმა ის “ვულგარულობისთვის” გააკრიტიკა.
მან კიდევ ერთხელ გააკრიტიკა რუსეთის პრეზიდენტის “ავტოკრატიული გადახრა”, რომელიც “საერთაშორისო საზღვრების რევიზიონისტულ იმპერიალიზმს ახდენს”.
“როდესაც ვამბობთ, რომ ევროპის კარზე კაციჭამია დგას, მგონი, ეს აღწერს იმას, რასაც ქართველები, უკრაინელები და ბევრი სხვა ერი ძალიან ღრმად გრძნობენ”, - განაცხადა მაკრონმა.
გერმანიის კანცლერ, ფრიდრიხ მერცთან ერთად მაკრონმა აღნიშნა, რომ პარიზი და ბერლინი გააგრძელებენ რუსეთის წინააღმდეგ დამატებითი სანქციებისთვის “ზეწოლას”.