რუბიომ ოფიციალურად დაადასტურა, რომ USAID დახურვის რეჟიმში გადავიდა

30.08.25 10:31
რუბიომ ოფიციალურად დაადასტურა, რომ USAID დახურვის რეჟიმში გადავიდა

მარკო რუბიომ ოფიციალურად დაადასტურა, რომ USAID დახურვის რეჟიმში გადავიდა. ტრამპის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო აღარ იფუნქციონირებს.

ამერიკის სახელმწიფო მდივანმა უკვე გათქვა იმ პიროვნების ვინაობაც, რომელიც ორგანიზაციის მუშაობის შეჩერებას უხელმძღვანელებს, ის რასი ვოუთია. 

USAID იყო ორგანიზაცია, რომლის მოვალეობაც ქვეყნებისთვის არასამხედრო საერთაშორისო დახმარების გაწევა იყო. ის პროექტებს მსოფლიოს ოთხ რეგიონში ახორციელებდა და ერთ-ერთი მიზანი ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობა და ქვეყნებში დემოკრატიის განვითარება იყო.

მსგავსი სიახლეები