ზელენსკი: ეს ომი მხოლოდ პოლიტიკური განცხადებებით არ დასრულდება, აშშ-სგან, ევროპისგან და მთელი მსოფლიოსგან მოქმედებას ველით

30.08.25 12:29
ზელენსკი: ეს ომი მხოლოდ პოლიტიკური განცხადებებით არ დასრულდება, აშშ-სგან, ევროპისგან და მთელი მსოფლიოსგან მოქმედებას ველით

აბსოლუტურად ნათელია, რომ მოსკოვმა ლიდერთა დონის შეხვედრის მოსამზადებლად გამოყოფილი დრო ახალი მასიური თავდასხმების ორგანიზებისთვის გამოიყენა,

ეს ომი მხოლოდ პოლიტიკური განცხადებებით არ დასრულდება. საჭიროა რეალური ნაბიჯები. ჩვენ აშშ-სგან, ევროპისგან და მთელი მსოფლიოსგან მოქმედებას ველით - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.

ზელენსკი ზაპოროჟიეში ხუთსართულიან საცხოვრებელ კორპუსზე რუსეთი დარყმების შესახებ საუბრობს და  აცხადებს, რომ მოსკოვმა ლიდერთა დონის შეხვედრის მოსამზადებლად გამოყოფილი დრო ახალი მასიური თავდასხმების ორგანიზებისთვის გამოიყენა.

უკრაინის პრეზიდენტის ცნობით, რუსულმა ძალებმა უკრაინის მიმართულებით 540-მდე დრონი, 8 ბალისტიკური რაკეტა და 37 სხვა ტიპის რაკეტა გაუშვეს.

„ზაპოროჟიეში ხუთსართულიან საცხოვრებელ კორპუსზე დარტყმის შემდეგ ყველა შესაბამისი სამსახური ადგილზეა. სამწუხაროდ, ერთი ადამიანი დაიღუპა და ათობით დაშავდა. ღამით თავდაცვის ძალები და საგანგებო სიტუაციების სამსახურები სხვა ოლქებშიც მუშაობდნენ. უამრავი ხანძარი გაჩნდა და ყველაზე მეტად სამოქალაქო ინფრასტრუქტურა დაზიანდა.

დიპლომატიისთვის შესაძლებლობის ფანჯრის ხელახლა გახსნის ერთადერთ გზას მკაცრი ზომების მიღება წარმოადგენს ყველას წინააღმდეგ, ვინც რუსეთის არმიას აფინანსებს, ასევე, ეფექტური სანქციების დაწესება თავად მოსკოვზე, კერძოდ საბანკო და ენერგეტიკული სანქციების სახით. ეს ომი მხოლოდ პოლიტიკური განცხადებებით არ დასრულდება. საჭიროა რეალური ნაბიჯები. ჩვენ აშშ-სგან, ევროპისგან და მთელი მსოფლიოსგან მოქმედებას ველით“, - აცხადებს უკრაინის პრეზიდენტი.

ვოლოდიმირ ზელენსკიმ გუშინ განაცხადა, რომ რუსეთს 1 სექტემბრამდე აქვს დრო შეხვედრაზე დათანხმებისთვის - "თუ მოსკოვი მზადყოფნას არ დაადასტურებს, მაშინ რუსეთის მიმართ უნდა გატარდეს ის ზომები, რომლებსაც დასავლეთის ქვეყნები განიხილავდნენ - კერძოდ, რუსეთს ახალი სანქციები უნდა დაუწესდეს",- განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა. 

პასუხს რუსეთისგან ელოდება დონალდ ტრამპიც. რუსეთი კი კვლავ უკრაინის "დემილიტარიზაციას" და "დენაციფიკაციას" მოითხოვს . განცხადება ამის შესახებ პუტინის პროპაგანდისტმა მარია ზახაროვამ გააკეთა.

ზახაროვამ ბრიფინგზე გამოსვლისას თქვა, რომ უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიათა შესახებ დასავლეთის წინადადებები "მიმართულია რუსეთის წინააღმდეგ" და შედეგად მოაქვს "სტრატეგიული სტაბილურობის დეგრადაცია საერთო-რეგიონულ და გლობალურ დონეებზე".

ზახაროვას თქმით, უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიები უნდა იყოს არა მოლაპარაკებების პირობა, არამედ მშვიდობიანი გადაწყვეტის შედეგი. ხოლო სამშვიდობო შეთანხმება, ზახაროვას განცხადებით, უნდა მოიცავდეს "დემილიტარიზაციას, დენაციფიკაციას, უკრაინის ნეიტრალურ, ბლოკთა მიღმა მყოფ და ატომურად განიარაღებულ სტატუსს". უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის ზახაროვამ უწოდა "ხუნტის ხელმძღვანელი". პარალელურად, ასევე 29 აგვისტოს კრემლის პრესმდივანმა, დმიტრი პესკოვმა თქვა, რომ პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი არ გამორიცხავს ზელენსკისთან შეხვედრას, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი ეს შეხვედრა "კარგად იქნება მომზადებული".

მსგავსი სიახლეები