აშშ-მა უკრაინისთვის Patriot-ის სისტემებისა და სატელიტური კომუნიკაციების აღჭურვილობის $329 მილიონიანი პაკეტის მიყიდვა დაამტკიცა

30.08.25 12:58
აშშ-მა უკრაინისთვის Patriot-ის სისტემებისა და სატელიტური კომუნიკაციების აღჭურვილობის $329 მილიონიანი პაკეტის მიყიდვა დაამტკიცა

აშშ-მა უკრაინისთვის Patriot-ის სისტემებისა და სატელიტური კომუნიკაციების აღჭურვილობის $329 მილიონიანი პაკეტის მიყიდვა დაამტკიცა- ამის შესახებ აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის თავდაცვის თანამშრომლობის სააგენტო იუწყება.

179,1 მილიონი დოლარის ღირებულების Patriot-ის სისტემების აღჭურვილობა  საიდუმლო და არასაიდუმლო სათადარიგო ნაწილებს, ტექნიკურ მხარდაჭერას, პროგრამულ უზრუნველყოფას, განახლებებს, მოდიფიკაციებს, ტრენინგებს, შეკეთებასა და ტექნიკურ მხარდაჭერას მოიცავს.

პაკეტში შედის 150 მილიონი დოლარის ღირებულების Starlink-ის სატელიტური კომუნიკაციების სერვისებისა და მისი აღჭურვილობის მიყიდვაც.

აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტმა შესაბამისი საჭირო სერტიფიკატი აშშ-ის კონგრესს უკვე წარუდგინა.