საფრანგეთში ავტომობილი ხალხში შევარდა - არის მსხვერპლი
საფრანგეთის ქალაქ ევრეში ავტომობილი ხალხში შევარდა - დაღუპულია ერთი ადამიანი, ასევე დაშავდა ხუთი პირი. ამის შესახებ ინფორმაციას ფრანგული მედია ავრცელებს.
ადგილობრივი პროკურატურის ცნობით, შემთხვევა ერთ-ერთ ადგილობრივ ბარში ჩხუბის შემდეგ მოხდა. აღნიშნულ საქმეზე სამი ადამიანია დაკავებული, ხოლო გამოძიება მკვლელობისა და მკვლელობის მცდელობის მუხლით დაიწყო.