სიბიგა: რუსეთი მთელი ევროპისა და ტრანსატლანტიკური სივრცისთვის ეგზისტენციალურ საფრთხედ რჩება

30.08.25 18:46
სიბიგა: რუსეთი მთელი ევროპისა და ტრანსატლანტიკური სივრცისთვის ეგზისტენციალურ საფრთხედ რჩება

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, ანდრეი სიბიგა კოპენჰაგენში შეკრებილ ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებს ვიდეოკონფერენციის ფორმატში ჩაერთო.

მან მინისტრების არაფორმალურ სამიტზე განაცხადა, რომ რუსეთი მთელი ევროპისა და ტრანსატლანტიკური სივრცისთვის ეგზისტენციალურ საფრთხედ რჩება.

ანდრეი სიბიგამ საგარეო საქმეთა მინისტრებს რუსეთის მიერ უკრაინის ქალაქებზე დარტყმების გაძლიერების შესახებ აცნობა და მათ მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

„რუსეთთან და სამშვიდობო პროცესთან დაკავშირებული სტრატეგიები რეალისტური უნდა იყოს და არა მცდარ ვარაუდებზე დაფუძნებული. პუტინმა უნდა გაიაზროს, რომ ამ ომის გაგრძელება საფრთხეს უქმნის როგორც მის რეჟიმს, ასევე პირადად მას. ის ან ახლა შეჩერდება, ან სერიოზული შედეგების წინაშე აღმოჩნდება. ეს არის ძალის მეშვეობით მშვიდობის სტრატეგია“, - განაცხადა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა.