უკრაინის თავდაცვის ძალებმა ხარკოვის ოლქში დასახლებული პუნქტი გაათავისუფლეს

31.08.25 10:56
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ხარკოვის ოლქში დასახლებული პუნქტი გაათავისუფლეს

უკრაინის თავდაცვის ძალებმა გაათავისუფლეს ხარკოვის ოლქში მდებარე დასახლებული პუნქტი მირნოე, რომელიც კუპიანსკთან ახლოსაა.

ამის შესახებ წერს „Суспільне“ პროექტ DeepState-ის განახლებული რუკის მონაცემებზე დაყრდნობით, რომელიც 2025 წლის 29 აგვისტოს მდგომარეობას ასახავს. ითქვა, რომ იმ პოზიციებიდან რუსებს შეეძლოთ კუპიანსკისკენ მიმავალი მაგისტრალის კონტროლი.

სოფლის გათავისუფლების ინფორმაცია დაადასტურა ოპერატიულ-სტრატეგიული დაჯგუფება „დნეპრის“ სპიკერმა ვიქტორ ტრეგუბოვმაც.

„ამ დროისთვის რუსები მირნოედან გაძევებულები არიან. დაჭრილი თუ მოკლული რუსების შესახებ ინფორმაცია არ არის,“ – განაცხადა მან „Суспільне“-სთან კომენტარში.

ტრეგუბოვმა ასევე აღნიშნა, რომ უკრაინული ძალები „გაგრძელებენ წინსვლას“.

მსგავსი სიახლეები