რუსი დიქტატორი ჩინეთშია - პუტინი სი ძინპინს და სხვა ლიდერებს შეხვდება
ომის დამნაშავე რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი პრეზიდენტ სი ძინპინის მიწვევით ჩინეთში ოთხდღიანი ვიზიტით ჩავიდა. მისი ვიზიტი ქალაქ ტიანძინში უკავშირდება შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის სამიტს, რომელიც 31 აგვისტოდან 3 სექტემბრამდე გაიმართება.
როგორც Reuters წერს, პუტინი მონაწილეობას მიიღებს ფორუმში, რომელიც პოლიტიკური, ეკონომიკური და რეგიონული თანამშრომლობის გაძლიერებას ეხება, ასევე 3 სექტემბერს პეკინში სამხედრო აღლუმზე გამოვა, რომელიც მეორე მსოფლიო ომის დასრულებას მიეძღვნება.
გარდა ამისა, რუს დიქტატორს აქვს დაგეგმილი ორმხრივი შეხვედრები რამდენიმე ლიდერთან, მათ შორის სი ძინპინთან, ნარენდრა მოდისთან და რეჯეფ ტაიპ ერდოღანთან.
ინტერვიუში ჩინურ სააგენტო Xinhua-სთან პუტინმა დასავლური სანქციებს „დისკრიმინაციული“ უწოდა და განაცხადა, რომ რუსეთი და ჩინეთი ერთობლივად ისწრაფვიან „უფრო სამართლიანი მრავალპოლარული მსოფლიო წესრიგისაკენ“.