ზელენსკიმ რუსეთის ტერიტორიაზე ახალი დარტყმები დააანონსა

31.08.25 16:15
ზელენსკიმ რუსეთის ტერიტორიაზე ახალი დარტყმები დააანონსა

უკრაინის თავდაცვის ძალები რუსეთის ტერიტორიაზე ახალი დარტყმებისთვის ემზადებიან. როგორც პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ განაცხადა, საჭირო ძალები და რესურსები უკვე მზადაა.

ზელენსკის თქმით, გენერალ ალექსანდრ სირსკის ანგარიშში განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა პოკროვსკის მიმართულებაზე, სადაც რუსული არმია ყველაზე დიდ ძალებს აგროვებს და შესაბამისად ყველაზე დიდ დანაკარგებსაც განიცდის.

„ჩვენი ჯარები დონეცკის ოლქში მეთოდურად ანადგურებენ ოკუპანტს,“ – აღნიშნა მან და დაამატა, რომ მხოლოდ წლის პირველ რვა თვეში რუსეთმა 290 ათასზე მეტი სამხედრო დაკარგა.

პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ დაგეგმილია ახალი დიპ-დარტყმები, ხოლო ფრონტის ცალკეულ მონაკვეთებზე გრძელდება სტაბილიზაციის ღონისძიებები.

ზელენსკიმ მადლობა გადაუხადა ყველა დანაყოფს, რომელიც უკრაინისთვის ტყვეთა გაცვლის ფონდის შევსებას უზრუნველყოფს.

მსგავსი სიახლეები