უკრაინის ძალებმა ყირიმს „ნეპტუნის" რაკეტებით დაარტყეს - დაზიანდა 6 რუსული კატერი
ტელეგრამ არხების Astra და Militarnyi ინფორმაციით, „ნეპტუნის“ რაკეტებმა არმიანსკთან, სოფელ ვოლოშინოს რაიონში, დაარტყეს რუსეთის სასაზღვრო პოსტს – დაზიანდა 6 კატერი, დაიღუპა ერთი სამხედრო.
მანამდე, დილით, სიმფეროპოლის აეროპორტს დრონებით დაესხნენ თავს - ორი უპილოტო მიზანში მოხვდა, ერთ-ერთი კი სამხედრო ვერტმფრენ Ми-8-ს, რომელიც მთლიანად განადგურდა. OSINT-ის ანალიზის თანახმად, ასევე დაიწვა Ми-24 ტიპის ვერტმფრენიც.
Militarnyi წერს, რომ „ნეპტუნებმა“ ფრთოსანი რაკეტებით დაარტყეს ასევე ფსბ-ს ობიექტს. დაზიანებული კატერები შესაძლოა А-8 „Хивус“ და А25ПС მოდელებს მიეკუთვნებოდეს.