რუსეთმა ზაპოროჟიესა და ხარკოვის რეგიონები დაბომბა – არიან დაღუპულები და დაჭრილები

01.09.25 10:21
რუსეთმა ზაპოროჟიესა და ხარკოვის რეგიონები დაბომბა – არიან დაღუპულები და დაჭრილები

რუსულმა ოკუპანტებმა პოლოგოვის რაიონში, ომელნიკის სოფელში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს. ნანგრევებში 64 წლის წყვილი დაიღუპა. ამის შესახებ ზაპოროჟიეს ოლქის ხელმძღვანელმა ივან ფედოროვმა განაცხადა.

მისი თქმით, ბოლო 24 საათში რუსეთის არმიამ 591 დარტყმა მიაყენა 20-ზე მეტ დასახლებულ პუნქტს. მათ შორის – 6 ავიაიერიში, 432 დრონის (FPV) შეტევა და 150 არტილერიული დარტყმა. დაზიანდა საცხოვრებელი სახლები, ბინები, ავტომობილები და ინფრასტრუქტურა.

ხარკოვის პროკურატურის ინფორმაციით, 31 აგვისტოს ღამით, კუპიანსკის რაიონის სოფელ პოდოლებში, რუსულმა FPV-დრონმა მშვიდობიანი მოსახლეობის ავტომობილი გაანადგურა. 51 წლის ქალი დაიღუპა, მისი 59 წლის მეუღლე კი საავადმყოფოში გადაიყვანეს. ფაქტზე სამხედრო დანაშაულის მუხლით გამოძიება დაიწყო.

სუმის ოლქის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ოლეგ გრიგოროვის თქმით, მტრის დრონის დარტყმის შედეგად ბელოპოლის თემში 41 წლის ქალი მძიმედ დაშავდა და ამჟამად საავადმყოფოშია.