Reuters: ავღანეთში მიწისძვრამ 622 ადამიანი იმსხვერპლა, 1 500-ზე მეტი კი დაშავდა
Reuters-ის ინფორმაციით, ავღანეთში მომხდარი მიწისძვრის შედეგად, დაახლოებით, 622 ადამიანი დაიღუპა და 1 500-ზე მეტი დაშავდა.
გამოცემა ადგილობრივ ხელისუფლებაზე დაყრდნობით წერს, რომ სამაშველო ოპერაციები ამ წუთებშიც გრძელდება. ავღანეთის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, კუნარის პროვინციაში სამი სოფელი განადგურდა, დანარჩენებს კი მნიშვნელოვანი ზიანი მიადგა.
ავღანეთში მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა რამდენიმე საათის წინ მოხდა.