კრასნოდარის მხარეში დრონების თავდასხმის შემდეგ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში ხანძარი გაჩნდა
1 სექტემბრის ღამით დრონებმა რუსეთის კრასნოდარის მხარეს შეუტიეს. შედეგად, ხანძარი გაჩნდა როგორც ელექტროსადგურზე, ასევე ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში.
ოპერატიული შტაბის ინფორმაციით, კროპოტკინის მახლობლად დრონის ნამსხვრევების ჩამოვარდნის შედეგად ქვესადგური დაზიანდა. ცეცხლი, რომლის ფართობიც 80 მ² იყო, უკვე ჩააქრეს, თუმცა ქალაქის ნაწილი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა.
დრონების თავდასხმა დაფიქსირდა ილსკის დასახლებაშიც, სადაც ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა მდებარეობს.
ამასთან, რუსეთის თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ ღამით 50 უკრაინული დრონი ჩამოაგდეს. კიევში აღნიშნულ შემთხვევებზე კომენტარი ჯერჯერობით არ გაკეთებულა.