ფონ დერ ლაიენის თვითმფრინავს, სავარაუდოდ, რუსეთის ჩარევის შედეგად, GPS გაეთიშა
ევროკომისიის პრეზიდენტის, ურზულა ფონ დერ ლაიენის თვითმფრინავის ბულგარეთის ქალაქ პლოვდივში დაშვებისას, აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე GPS ნავიგაციის სიგნალი გაითიშა.
რამდენიმე გავლენიანი მედიის ცნობით, ფონ დერ ლაიენის თვითმფრინავი ქალაქის თავზე დაახლოებით ერთი საათის განმავლობაში დაფრინავდა, რის შემდეგაც პილოტებმა ის ნავიგაციის ანალოგური საშუალებებისა და ქაღალდის რუკების გამოყენებით დასვეს.
„ამ ინციდენტს ვიძიებთ, როგორც რუსეთის მხრიდან ჩარევას“ - უთხრა Finantial Times-ს ბულგარეთის რამდენიმჯე ოფიციალურმა პირმა.
ინფორმაცია, რომ 31 აგვისტოს, თვითმფრინავს, რომელშიც ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი იმყოფებოდა, ბულგარეთში, პლოვდივის აეროპორტში დაჯდომის მცდელობის დროს GPS ნავიგაციის სერვისები გაეთიშა, CNN-ს ევროკომისიის პრეზიდენტის სპიკერმა დაუდასტურა.
CNN-ის თანახმად, პილოტს დაჯდომისთვის ქაღალდის რუკის გამოყენება მოუწია.
ამასთან, სპიკერის თქით, კომისიამ "ბულგარეთის ხელისუფლების მხრიდან მიიღო ინფორმაცია, რომ ნავიგაციის გათიშვა, სავარაუდოდ, რუსეთის მხრიდან აშკარა ჩარევის შედეგად მოხდა".
"ეს კიდევ უფრო გააძლიერებს ჩვენს ურყევ ვალდებულებას, გავაძლიეროთ როგორც ჩვენი თავდაცვითი შესაძლებლობები, ასევე ჩვენი მხარდაჭერა უკრაინის მიმართ". - დაამატა სპიკერმა.