დასავლეთ სუდანში მეწყერს 1000-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა

02.09.25 10:20
დასავლეთ სუდანში მეწყერს 1000-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა

დასავლეთ სუდანში, მარას მთებში, მასშტაბურმა მეწყერმა მინიმუმ 1000 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. ამის შესახებ ინფორმაცია მეამბოხე დაჯგუფება „სუდანის განმათავისუფლებელი მოძრაობამ" გაავრცელა. არსებული ცნობით, უბედურ შემთხვევას მხოლოდ ერთი ადამიანი გადაურჩა.

მოსახლეობა, რომელიც დაზარალებულ სოფელში ცხოვრობდა, მარას მთებში იმალებოდა, რათა თავს ასცდენოდა სუდანის არმიასა და „სწრაფი მხარდაჭერის ძალებს“ შორის მიმდინარე ბრძოლებს. მეწყერი 31 აგვისტოს ძლიერი წვიმების შედეგად ჩამოწვა.

დაჯგუფება საერთაშორისო საზოგადოებასა და ჰუმანიტარულ ორგანიზაციებს მიმართავს დახმარების თხოვნით, რათა მოხდეს დაღუპულთა ცხედრების მოძიება და გადმოსვენება.