ავღანეთში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 800-მდე გაიზარდა
ავღანეთის კუნარის პროვინციაში, ჯალალაბადის მახლობლად, მომხდარ 6.0 მაგნიტუდის მიწისძვრას 800-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა, დაშავებულია მინიმუმ 2,800.
სამაშველო სამუშაოებს ართულებს მთიანი რელიეფი და უამინდობა, რის გამოც მაშველებს გაჭირვებით მიუწვდებათ ხელი დაზარალებულ რეგიონებზე.
სტიქიის შემდეგ დაფიქსირდა კიდევ ხუთი განმეორებითი ბიძგი - 4.5-დან 5.2-მაგნიტუდიანი.