პუტინმა ტრამპი მოატყუა, აშშ რუსეთზე ზეწოლის ყველა შესაძლებლობას განიხილავს - ბესენტი
რუსმა დიქტატორმა ვლადიმირ პუტინმა შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მოატყუა და ალასკაზე შეხვედრის შემდეგ უკრაინის დაბომბვები კიდევ უფრო გააძლიერა. ვაშინგტონში განიხილავენ რუსეთის წინააღმდეგ ყველა შესაძლო სანქციის ვარიანტს. ამის შესახებ განცხადება გააკეთა აშშ-ის ფინანსთა მინისტრმა სკოტ ბესენტმა.
Fox News-თან ინტერვიუში მან აღნიშნა, რომ პუტინის ქმედებები არ შეესაბამება იმ დაპირებებს, რომელზეც თავად ის საუბრობდა.
აშშ უახლოს დღეებში რუსეთზე ზეწოლის ყველა შესაძლებლობას განიხილავს. პუტინმა, ანკორიჯის შეხვედრის შემდეგ სრულიად საპირისპირო რამ გააკეთა. მან ამაზრზენი ფორმით გააძლიერა დაბომბვების კამპანია. ამიტომ ვფიქრობ, რომ ტრამპთან ყველა ვარიანტი განიხილება, და ამ კვირაში ყურადღებით შევისწავლით მათ, - განაცხადა აშშ-ს ფინანსთა მინისტრმა.