"ჩემი უთბილესი მოკითხვა პუტინს და კიმ ჩენ ინს" - ტრამპის ირონიული მიმართვა ჩინეთს

03.09.25 10:46
"ჩემი უთბილესი მოკითხვა პუტინს და კიმ ჩენ ინს" - ტრამპის ირონიული მიმართვა ჩინეთს

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ჩინეთში გამართულ ისტორიულ სამხედრო აღლუმს ყურადღებით აკვირდებოდა და საკუთარ შეფასებაში სარკაზმიც არ დაიშურა.

Truth Social-ზე ტრამპმა მიულოცა სი ძინპინს და „ჩინეთის შესანიშნავ ხალხს“  დღესასწაული, თუმცა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მას აშფოთებს აღლუმზე ვლადიმირ პუტინისა და კიმ ჩენ ინის ყოფნა.

„გთხოვთ, გადასცეთ ჩემი გულწრფელი მილოცვები პუტინსა და კიმ ჩენ ინს, რომლებიც აშშ-ის წინააღმდეგ შეთქმულებებს აწყობენ,“ - დაწერა ტრამპმა.

მან ასევე შეახსენა ჩინეთის ლიდერს, რომ ამერიკამ ომის დროს უზარმაზარი დახმარება გაუწია ქვეყანას და მძიმე მსხვერპლი გაიღო, რათა ჩინეთს თავისუფლება მოეპოვებინა „უცხოელი დამპყრობლისგან“.

„ბევრი ამერიკელი დაიღუპა ჩინეთის გამარჯვებისა და დიდებისკენ ბრძოლაში,“ - აღნიშნა ტრამპმა.