„უკვდავება შესაძლებელია“ - პუტინმა და სი ძინპინმა სიცოცხლის გახანგრძლივებაზე ისაუბრეს
პეკინში გამართული სამხედრო აღლუმის დროს, როცა მსოფლიო ლიდერები ტრიბუნისკენ მიემართებოდნენ, ჟურნალისტების კამერებმა ფიქსირებული „ცხელი მიკროფონით“ ჩინეთისა და რუსეთის პრეზიდენტებს შორის უცნაური საუბარი დააფიქსირეს.
სი ძინპინმა აღნიშნა, რომ „წარსულში ადამიანები იშვიათად ცოცხლობდნენ 70 წლამდე, დღეს კი 70 წლის ასაკში ჯერ კიდევ ბავშვი ხარ“.
ვლადიმირ პუტინმა პასუხად განაცხადა, რომ ბიოტექნოლოგიების განვითარების წყალობით შესაძლებელი გახდება ორგანოების მუდმივი გადანერგვა და „ადამიანები შეძლებენ იცხოვრონ უფრო და უფრო დიდხანს და მიაღწიონ უკვდავებასაც კი“.
ჩინეთის ლიდერმა დასძინა: „პრაგნოზები ასეთია - ამ საუკუნეში არსებობს შანსი 150 წლამდე სიცოცხლის“.
ეს საუბარი შემთხვევით მოხვდა სახელმწიფო ტელევიზია CCTV-ის ეთერში და საერთაშორისო მედიასაშუალებების, მათ შორის Reuters-ის მიერ გავრცელდა.