უნგრეთი და სლოვაკეთი ექვსი რუსი ოლიგარქის მიმართ სანქციების მოხსნას ითხოვენ

04.09.25 10:59
უნგრეთი და სლოვაკეთი ექვსი რუსი ოლიგარქის მიმართ სანქციების მოხსნას ითხოვენ

RadioFreeEurope/RadioLiberty-ის ინფორმაციით, უნგრეთმა და სლოვაკეთმა ევროკავშირს სთხოვეს, ექვსი რუსი ბიზნესმენი სანქცირებულთა სიიდან ამოიღონ, სანაცვლოდ კი სხვა შეზღუდვები რუსეთის წინააღმდეგ გაგრძელდეს.

ეს ქვეყნები არაერთხელ გამოდიოდნენ სანქციების შერბილების ინიციატივით. მარტში სიიდან მოხსნეს ვიაჩესლავ კანტორი, მიხაილ დეგიაროვი და ალიშერ უსმანოვის და. მანამდე – „იანდექსის“ თანადამფუძნებელი არკადი ვოლოჟი, ბიზნესმენი სერგეი მნდოიანცი და სხვები.

ამჯერად, სლოვაკეთი ცდილობს სანქციები მოეხსნას უსმანოვსა და მიხაილ ფრიდმანს, ხოლო უნგრეთი ითხოვს სიიდან ამოიღონ დიმიტრი მაზეპინი, პეტრ ავენი, მუსა ბაჟაევი და ალბერტ ავდოლიანი.

 

მსგავსი სიახლეები