პოლონეთი აცხადებს, რომ ქვეყნის საჰაერო სივრცეში ორი დრონი შეიჭრა
პოლონეთის შეიარაღებული ძალების ინფორმაციით, ქვეყნის საჰაერო სივრცეში დრონებით შეჭრის ორი შემთხვევა დაფიქსირდა.
„ორივე დარღვევას სრულად აკონტროლებდა ეროვნული ძალებისა და სახელმწიფო თავდაცვის სისტემის დაქვემდებარებაში მყოფი დანაყოფები,“ – განაცხადა შეიარაღებული ძალების ოპერატიულმა მეთაურმა, გენერალმა მაცეი კლიშმა.
გენერალური შტაბის უფროსის, გენერალ ვიესლავ კუკულას თქმით, დრონებმა პოლონეთის საჰაერო სივრცე ზიანის გარეშე დატოვეს. არმია არ აკონკრეტებს, სად დაფიქსირდა შეჭრა.
აღსანიშნავია, რომ გასული ღამის განმავლობაში რუსეთმა უკრაინას 500-ზე მეტი დრონითა და ათობით რაკეტით შეუტია. დაზიანდა ენერგეტიკული და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის 14 ობიექტი, ოთხი რკინიგზის მუშა კი დაშავდა.