"უკრაინის მხარდაჭერის გამო მათი აქტივები რუსეთში შეიძლება, კონფისკაციას დაექვემდებაროს" - მედვედევი ბრიტანეთს ემუქრება
უკრაინის მხარდაჭერის გამო ბრიტანეთის აქტივები რუსეთში შეიძლება კონფისკაციას დაექვემდებაროს, – ამის შესახებ განაცხადა რუსეთის ყოფილმა პრეზიდენტმა და უსაფრთხოების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ, დმიტრი მედვედევმა, - წერს Sky News.
3 სექტემბერს ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა ჯონ ჰილმა განაცხადა, რომ ლონდონმა უკრაინის სამხედრო დახმარებაზე დახარჯა 1 მილიარდ ფუნტზე მეტი, რომელიც გაყინული რუსული აქტივებით დაფინანსდა.
პასუხად, მედვედევმა „ტელეგრამის“ არხზე აღნიშნა, რომ რუსეთმა შესაძლოა მიიღოს საპასუხო ზომები. მან ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი დევიდ ლემი „ინგლისელ იდიოტად“ მოიხსენია და დაამატა, რომ რუსეთი უპასუხებს გაყინული აქტივების „ნებისმიერ უკანონო ჩამორთმევას“ ბრიტანული ქონების კონფისკაციით რუსეთში.
„იმ პირობებში, როდესაც ფულის დაბრუნება სასამართლოს გზით აშკარა მიზეზების გამო შეუძლებელია, ჩვენს ქვეყანას რჩება მხოლოდ ერთი გზა – დავიბრუნოთ ეს ფასეულობები ბუნებრივ ფორმაში,“ – დაწერა მედვედევმა.
გამოცემის ცნობით, მედვედევმა ასევე არ გამორიცხა, რომ რუსეთმა უკრაინის უფრო მეტი მიწის ოკუპაცია მოახდინოს.