"მსურველთა კოალიციის" შეხვედრის შემდეგ, ტრამპი ევროპელ ლიდერებს ტელეფონით ესაუბრა

04.09.25 23:49
"მსურველთა კოალიციის" შეხვედრის შემდეგ, ტრამპი ევროპელ ლიდერებს ტელეფონით ესაუბრა

"მსურველთა კოალიციის" შეხვედრის შემდეგ, აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ევროპელ ლიდერებს ტელეფონით ესაუბრა. ამის შესახებ სოციალურ ქსელში უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი წერს

ზელენსკის ინფორმაციით, სატელეფონო საუბრისას მათ მშვიდობის დამყარების სხვადსხვა ვარიანტები განიხილეს. მისი თქმით, ყველაზე მნიშვნელოვანი სწორი ზეწოლის განხორციელებაა და მშვიდობის გასაღები რუსეთისთვის ფულისა და რესურსების ჩამორთმევაა. 

დღეს ჩვენ ვესაუბრეთ პრეზიდენტ ტრამპს. მადლობას ვუხდი მას მხარდაჭერისთვის. ეს იყო ხანგრძლივი და დეტალური საუბარი იმის შესახებ, თუ როგორ უნდა წაგვეყვანა სიტუაცია რეალური მშვიდობისკენ. განვიხილეთ სხვადასხვა ვარიანტი. ყველაზე მნიშვნელოვანი: სწორი ზეწოლის განხორციელება. მკაცრი ზომები, განსაკუთრებით ეკონომიკური, ომის დასასრულებლად. მშვიდობის გასაღები რუსეთის საომარი მანქანის ფულისა და რესურსების ჩამორთმევაა.

ასევე, ჩვენ წამოვწიეთ უკრაინის ცის მაქსიმალური დაცვის საკითხი. ეს ნიშნავს სიცოცხლის გადარჩენას. სანამ მშვიდობა არ დადგება, ჩვენი ხალხი არ უნდა იყოს მუდმივი რუსული თავდასხმების ქვეშ - რუსულმა რაკეტებმა და დრონებმა არ უნდა წაართვან სიცოცხლე. ეს შესაძლებელია. ჩვენ ამ პროგრამაზე ვართ დაყრდნობილნი და შევთანხმდით შემდგომ კონტაქტებზე," - წერს ვოლოდიმირ ზელენსკი. 

მსგავსი სიახლეები