უკრაინულმა დრონებმა კვლავ დაარტყეს რიაზანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას
5 სექტემბრის ღამით უკრაინულმა დრონებმა კვლავ შეუტიეს რიაზანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას. შეტევა დაადასტურეს როგორც რუსულმა გამოცემა Astra-მ, ასევე უკრაინული მხარის წარმომადგენლებმა, მათ შორის უპილოტო სისტემების ძალების სარდალმა რობერტ „მადიარ“ ბროვდიმ.
ქსელში ვრცელდება აფეთქებებისა და ხანძრის კადრები. რიაზანის გუბერნატორის განცხადებით, რეგიონზე ჩამოგდებულია რვა დრონი, მსხვერპლი და საცხოვრებელი სახლების დაზიანება არ დაფიქსირებულა, თუმცა ნამსხვრევები საწარმოს ტერიტორიაზე დაეცა.
ბროვდის თქმით, ქარხანა წელიწადში 17,1 მილიონ ტონას ნავთობს ამუშავებს და რუსეთის ოთხ უმსხვილეს ნავთობგადამამუშავებელში ერთ-ერთია.
დაზიანდა ასევე ლუგანსკის ნავთობბაზა.