„დათვი, სპილო და დრაკონი“ - პუტინმა სიმბოლურად აღწერა რუსეთის, ჩინეთისა და ინდოეთის ალიანსი
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ჩინეთთან და ინდოეთთან პარტნიორობის შესახებ საუბრისას აღნიშნა, რომ ეს კავშირი სიმბოლურად „დათვის, სპილოსა და დრაკონის“ ალიანსად შეიძლება წარმოვიდგინოთ.
„დათვი არის დათვი. ეს რუსეთის სიმბოლოა. მაგრამ ყველაზე დიდი ვეფხვიც რუსეთში ბინადრობს,“ - თქვა პუტინმა.