რუსეთში, ილსკის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე დრონებით თავდასხმა განხორციელდა
კრასნოდარის მხარეში მდებარე ილსკის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას უცნობი წარმოშობის დრონებმა შეუტიეს.
ადგილობრივი ოპერშტაბის ცნობით, დრონების „ნამსხვრევები“ პირდაპირ ქარხნის ტერიტორიაზე, სევერსკის რაიონში ჩამოვარდა და ერთ-ერთ ტექნოლოგიურ დანადგარზე ხანძარი გამოიწვია.
ოფიციალური ინფორმაციით, ცეცხლი მცირე მასშტაბის იყო, სულ რამდენიმე კვადრატული მეტრი, და იგი სწრაფად ჩააქრეს. თუმცა ინტერნეტში გავრცელებული კადრები საპირისპიროს მეტყველებს.
ქარხნის საწარმოო სიმძლავრე წელიწადში დაახლოებით 6,6 მილიონ ტონა ნავთობს შეადგენს. ცნობილია, რომ ეს ობიექტი უკვე არაერთხელ გამხდარა თავდასხმის სამიზნე.