მინესოტას შტატში ვერტმფრენი ჩამოვარდა - ყველა მგზავრი დაიღუპა
ამერიკის შეერთებულ შტატებში, მინესოტას შტატში, ავიაკატასტროფა მოხდა. Robinson R66 ტიპის ვერტმფრენი ჩამოვარდა Lakeville-ში, Airlake Airport-ის სიახლოვეს. დაჯახების შედეგად ვერტმფრენი ცეცხლში გაეხვა და ჩამოვარდა. ადგილზე მყოფი ყველა ადამიანი დაიღუპა.
შემთხვევა ადგილობრივი დროით 14:45 საათზე დაფიქსირდა. თვითმფრენის ბორტზე პილოტი და რამდენიმე მგზავრი იმყოფებოდნენ.
მომდარზე გამოძიება უკვე დაწყებულია - შემთხვევის მიზეზებს აშშ-ის ტრანსპორტის უსაფრთხოების ეროვნულ საბჭო (NTSB) და სამოქალაქო ავიაციის ფედერალური ადმინისტრაცია (FAA) სწავლობენ.
მომხდარი ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული ინციდენტია შტატში ბოლო პერიოდში. ადგილობრივი ხელისუფლება აცხადებს, რომ მალე გასაჯაროვდება დაღუპულთა ვინაობა.