ფიცო: პუტინი მზადაა, ზელენსკის არა მხოლოდ მოსკოვში, არამედ სხვაგანაც შეხვდეს

07.09.25 12:50
ფიცო: პუტინი მზადაა, ზელენსკის არა მხოლოდ მოსკოვში, არამედ სხვაგანაც შეხვდეს

სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრის, რობერტ ფიცოს განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა მასთან საუბრისას გამოთქვა მზადყოფნა, რომ უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდეს „ნებისმიერ ადგილას“ და არა მხოლოდ მოსკოვში.

ფიცოს თქმით, ზელენსკიმაც მასთან პირად შეხვედრაზე დაადასტურა, რომ მზად არის პუტინთან მოლაპარაკებებისთვის.

„ზელენსკისა და პუტინის შეხვედრა პოლიტიკურად სარგებელს ვერ მოიტანს, მეტიც - შესაძლოა, ზიანი მიაყენოს ორივე მხარეს. თუმცა, ორივე ლიდერი აცნობიერებს, რომ თუ მოლაპარაკებები არ დაიწყება, ომი გაგრძელდება“, — აღნიშნა სლოვაკეთის პრემიერმა.

ფიცომ ასევე ხაზი გაუსვა, რომ ომის დასრულების შემდეგ აუცილებელია რუსეთთან ურთიერთობების ნორმალიზება და საერთაშორისო თანამშრომლობის მაქსიმალურად სწრაფად აღდგენა.

მსგავსი სიახლეები