ოკუპანტებმა უკრაინის მიმართულებით 800-ზე მეტი დრონი და რაკეტა გაუშვეს

07.09.25 14:07
 ოკუპანტებმა უკრაინის მიმართულებით 800-ზე მეტი დრონი და რაკეტა გაუშვეს

რუსმა ოკუპანტებმა 7 სექტემბრის ღამეს უკრაინაზე მასირებული თავდასხმისთვის 800-ზე მეტი დამრტყმელი დრონი და რაკეტა გამოიყენეს.  ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალების სარდლობის განცხადებაშია ნათქვამი.

უკრაინის ცაზე დაფიქსირდა:

  • 805 „Shahed“-ის ტიპის დამრტყმელი დრონი და სხვადასხვა ტიპის იმიტატორი უპილოტოები;
  • 9 „ისკანდერ-კე“ ტიპის ფრთოსანი რაკეტა;
  • 4 „ისკანდერ-ემ/KN-23“ ტიპის ბალისტიკური რაკეტა.

საჰაერო თავდაცვის ძალების მუშაობის შედეგად, უმეტესობა მიზნების - 747 დრონი და 4 „ისკანდერ-კე“ რაკეტა ჩამოაგდეს ან ჩაახშეს.

„დაფიქსირდა 9 რაკეტისა და 56 დამრტყმელი დრონის მოხვედრა 37 ლოკაციაზე, ასევე ჩამოგდებული (ნამსხვრევების) ვარდნა 8 ლოკაციაზე,“ — ნათქვამია უკრაინის საჰაერო ძალების სარდლობის განცხადებაში.

მსგავსი სიახლეები