პენსი: თუ რუსეთი უკრაინაში გაიმარჯვებს, შემდეგ თავს ნატოს ქვეყნებს დაესხმევა

07.09.25 14:12
პენსი: თუ რუსეთი უკრაინაში გაიმარჯვებს, შემდეგ თავს ნატოს ქვეყნებს დაესხმევა

აშშ-ის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის წევრი მაიკ პენსი აცხადებს, რომ უკრაინის დამარცხების შემთხვევაში რუსეთი გარდაუვლად შეეცდება ნატოს რომლიმე ქვეყნის საზღვარი გადაკვეთოს.

ინტერვიუში Newsnight-თან, რომელიც The Independent-მა გაავრცელა, პენსმა აღნიშნა, რომ თუ კრემლი გააფართოებს სამხედრო მოქმედებებს, მაშინ აშშ და ალიანსის პარტნიორები „იძულებული იქნებიან პუტინს სამხედრო ძალით დაუპირისპირდნენ“.

პენსის თქმით, ამერიკის შეერთებული შტატები აგრესიის შეკავების პროცესში მხარდამჭერი როლის მატარებელია, მაშინ როცა ევროპელ მოკავშირეებს უწევთ ფრონტის წინა ხაზზე ყოფნა.

პოლიტიკოსმა ასევე შეაქო „მომზადებულთა კოალიცია“ უკრაინის უსაფრთხოების გარანტიების შესამუშავებლად. მისი თქმით, ეს ინიციატივები ქმნის საფუძველს მტკიცე მშვიდობისთვის და აიძულებს კრემლს, რომ დასავლეთთან ანგარიში გაიწიოს.

მსგავსი სიახლეები