ზელენსკი პუტინს კიევში შეხვედრას სთავაზობს
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ მზად არის მოლაპარაკებისთვის, თუმცა მოსკოვში არ წავა. მისი თქმით, რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს, შეუძლია, ჩავიდეს კიევში, რადგან „ქვეყანა ყოველდღე იბომბება და ასეთ პირობებში მოსკოვში ჩასვლა შეუძლებელია“.
ABC News-თან ინტერვიუში ზელენსკიმ პუტინის ინიციატივა მოსკოვში შეხვედრის შესახებ „მოლაპარაკებების გაჭიანურების მცდელობად“ შეაფასა და თქვა, რომ კრემლი უბრალოდ „თამაშობს თამაშებს შეერთებულ შტატებთან“.
პუტინმა ამ კვირაში უკვე ორჯერ გამოხატა სურვილი, რომ მოსკოვში შეხვედრას უამსპინძლებდა და ზელენსკის უსაფრთხოების გარანტიაც შესთავაზა. თუმცა, თავადვე აღნიშნა, რომ ასეთ შეხვედრაში დიდ აზრს ვერ ხედავს.
კრემლს ზელენსკის შეთავაზებაზე, რომელიც კიევში შესაძლო მოლაპარაკებას გულისხმობს, კომენტარი ჯერჯერობით არ გაუკეთებია.