კადიროვი: „მშვიდობა მხოლოდ მაშინ იქნება, თუ უკრაინა რუსეთის რეგიონად იქცევა“
ჩეჩნეთის ლიდერი რამზან კადიროვი პროპაგანდისტულ სააგენტო РИА-Новости-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ„მშვიდობა უკრაინაში“ შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ქვეყანა რუსეთის შემადგენლობაში შევა.
საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტა ახლა არ არის მომგებიანი. სპეციალური სამხედრო ოპერაციის მიზნები და ამოცანები ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების გარანტიაა. მშვიდობა ჩვენს საზღვრებზე მხოლოდ მაშინ იქნება შესაძლებელი, როცა უკრაინა რუსეთის რეგიონად ან ოლქად იქცევა, - განაცხადა კადიროვმა.