„მკვლელის შეჩერების ერთადერთი გზა არსებობს" - როგორ ესახება ზელენსკის ომის დასრულება
"ომის დასასრულებლად აუცილებელია, რომ აშშ-მა და ევროპამ რუსეთზე მეტი ზეწოლა მოახდინონ. მიუხედავად ამისა, ზოგიერთი მოკავშირე კვლავაც ეხმარება რუსეთის ეკონომიკას," - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ABC News-თან ინტერვიუში განაცხადა.
„ძალიან მადლობელი ვარ ყველა პარტნიორის. მაგრამ ზოგიერთი მათგანი კვლავაც ყიდულობს რუსეთის ნავთობსა და გაზს. და ეს არამართლიანია... ამიტომ ჩვენ უნდა შევწყვიტოთ ნებისმიერი ენერგიის შეძენა რუსეთისგან,“ – აღნიშნა ზელენსკიმ.
პრეზიდენტმა დაამატა, რომ რუს დიქტატორ ვლადიმერ პუტინზე დამატებითი ზეწოლაა საჭირო.
„ეს მხოლოდ ერთ-ერთი გზაა, რომ შევაჩეროთ მკვლელი. საჭიროა მისი იარაღის წართმევა. მისი იარაღი კი ენერგეტიკაა,“ – ხაზი გაუსვა ზელენსკიმ.