ტერორისტული თავდასხმა იერუსალიმში - მოკლულია სულ მცირე 5 ადამიანი, დაშავდა 12

08.09.25 13:57
 ტერორისტული თავდასხმა იერუსალიმში - მოკლულია სულ მცირე 5 ადამიანი, დაშავდა 12

იერუსალიმში ტერორისტული თავდასხმის შედეგად, სულ მცირე, ხუთი ადამიანი დაიღუპა და 12 დაშავდა - ქვეყნის შესაბამისი უწყებები ავრცელებენ.  ოფიციალური ინფორმაციით, 7 პირის მდგომარეობა მძიმეა.

ირკვევა, რომ ორმა შეიარაღებულმა თავდამსხმელმა ცეცხლი სამოქალაქო ავტობუსის მგზავრების მიმართულებით გახსნა. სამართალდამცავი ორგანოების ცნობით, ისინი დასავლეთ სანაპიროში მცხოვრები პალესტინელები იყვნენ.

ადგილობირვი მედიის ინფორმაციით, თავდამსხმელები განეიტრალებულები არიან.

"გმირული ოპერაცია" უწოდა მომხდარს  ჰამასმა.  ორგანიზაცია თავდასხმაზე არ იღებს პასუხისმგებლობას, თუმცა დასავლეთ სანაპიროს პალესტინელებს მოუწოდებს, "გაამწვავონ კონფრონტაცია ოკუპანტთან და მის დასახლებულებთან".