იერუსალიმში სროლის შედეგად დაღუპულთა რიცხვი ექვსამდე გაიზარდა

08.09.25 16:27
 იერუსალიმში სროლის შედეგად დაღუპულთა რიცხვი ექვსამდე გაიზარდა

ისრაელის ხელისუფლება ამჟამად ალყაში აქცევს იმ სოფლებს, საიდანაც თავდამსხმელები იერუსალიმში შემოვიდნენ -  გაბცხადება ამის შესახებ ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა. 

ნეთანიაჰუ ტერაქტის ადგილზე მივიდა და დაღუპულების ოჯახებს სამძიმარი გამოუცხადა.

ისრაელის პრეზიდენტის, ისააკ ჰერცოგის განცხადებით, იერუსალიმში დღეს მტკივნეული და რთული დღეა.

„უდანაშაულო მოქალაქეები, ბავშვები და ზრდასრულები, ცივსისხლიანად მოკლეს და დაჭრეს ქალაქის გულში მდებარე ავტობუსში. თავდასხმა გვახსენებს, რომ ჩვენ ვებრძვით აბსოლუტურ ბოროტებას და მსოფლიომ უნდა გაიგოს, რის წინაშე ვდგავართ“, - აღნიშნა ისრაელის პრეზიდენტმა.

ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრის, გიდეონ საარის თქმით, იერუსალიმში სროლის შედეგად დაღუპულთა რიცხვი ექვსამდე გაიზარდა. მისივე ინფორმაციით, დაჭრილია ბევრი ადამიანი, მათ შორის ორსული ქალი.

მსგავსი სიახლეები