10 დაღუპული და 60-ზე მეტი დაშავებული - მექსიკაში მატარებელი ორსართულიან სამგზავრო ავტობუსს შეეჯახა
10 დაღუპული და 60-ზე მეტი დაშავებული - მექსიკის ცენტრალურ ნაწილში სატვირთო მატარებელი ორსართულიან სამგზავრო ავტობუსს შეეჯახა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, შეჯახება მოხდა სამრეწველო ზონაში, მეხიკოდან ჩრდილო-დასავლეთით დაახლოებით 115 კილომეტრში მდებარე ქალაქ ატლაკომულკოსა და მიჩოაკანის შტატში მდებარე ქალაქ მარავატიოს შორის მდებარე გზატკეცილზე.