მასირებული შეტევა ზაპოროჟიეს ოლქზე - არის მსხვერპლი
მასირებული შეტევა ზაპოროჟიეს ოლქზე - რუსეთის იერიშის შედეგად, დაღუპულია, სულ მცირე, ერთი ადამიანი. ასევე ვრცელდება ინფორმაცია დაშავებულების შესახებ.
უკრაინული მედია წერს, რომ რუსეთმა ღამით უკრაინის მიმართულებით 80 უპილოტო საფრენი აპარატი გაუშვა.
დრონის ფრაგმენტების ჩამოვარდნის გამო გაჩნდა ხანძარიც.
თავდასხმის შედეგად ზაპოროჟიეს ოლქში დაზიანდა საცხოვრებელი კორპუსები, კერძო სახლები და სხვადასხვა შენობა.