გერმანიის კანცლერი: პუტინის იმპერიული გეგმები უკრაინით არ შემოიფარგლება

09.09.25 10:25
გერმანიის კანცლერი: პუტინის იმპერიული გეგმები უკრაინით არ შემოიფარგლება

რუსეთის დიქტატორის ვლადიმირ პუტინის მიზნები მხოლოდ უკრაინას არ ეხება და უფრო ფართო მასშტაბებს მოიცავს, – განაცხადა გერმანიის კანცლერმა ფრიდრიხ მერცმა, რომელსაც Sky News ციტირებს.

მისი თქმით, ევროპელმა მოკავშირეებმა უნდა გადააფასონ საკუთარი ინტერესები და დაიწყონ ახალი პარტნიორების ძიება გლობალურ დონეზე, განსაკუთრებით აშშ-თან ურთიერთობების ცვლილებების ფონზე.

„ევროპაში ჩვენ უნდა დავაკორექტიროთ ჩვენი ინტერესები – ზედმეტი ნოსტალგიის გარეშე,“ – აღნიშნა მერცმა.

კანცლერის თქმით, ვაშინგტონი კვლავ ევროპისთვის მთავარი პარტნიორია, თუმცა აშშ ურთიერთობებს უკვე კონკრეტულ ინტერესებსა და თემებზე დამოკიდებულს ხდის.