„ზუმერების რევოლუცია" - ნეპალის პრემიერ-მინისტრი მასობრივი პროტესტების შემდეგ გადადგა

09.09.25 14:35
„ზუმერების რევოლუცია" - ნეპალის პრემიერ-მინისტრი მასობრივი პროტესტების შემდეგ გადადგა

ნეპალში მასობრივი გამოსვლების შედეგად, რომლებიც დაიწყო სოციალური ქსელების დაბლოკვის გადაწყვეტილების გამო, პრემიერ-მინისტრი იძულებული გახდა, გადამდგარიყო.

მოძრაობის ძირითადი ძალა ახალგაზრდა თაობაა, რომელსაც ადგილობრივი მედია „ზუმერების რევოლუციას“ უწოდებს. ისინი პროტესტს გამოხატავდნენ არა მხოლოდ ონლაინ-პლატფორმებზე დაწესებული შეზღუდვების, არამედ კორუფციისა და პოლიტიკური ელიტის მიმართ უკმაყოფილების გამოც.

როგორც Financial Times და Reuters წერენ, ეს პროცესები ნეპალში შეიძლება გარდამტეხი აღმოჩნდეს - ახალგაზრდა თაობა ღიად უპირისპირდება ძველ პოლიტიკურ სისტემას და ითხოვს უფრო თავისუფალ და გამჭვირვალე მმართველობას.

აქციების დროს სულ მცირე 19 ადამიანი დაიღუპა, 300-ზე მეტი კი დაშავდა.

მსგავსი სიახლეები