ისრაელმა კატარში „ჰამასის“ ხელმძღვანელობის შტაბ-ბინაზე იერიში მიიტანა

09.09.25 19:12
ისრაელმა კატარში „ჰამასის“ ხელმძღვანელობის შტაბ-ბინაზე იერიში მიიტანა

ისრაელმა კატარში „ჰამასის“ ხელმძღვანელობის შტაბ-ბინაზე იერიში მიიტანა,- ამის შესახებ ინფორმაციას ისრაელის თავდაცვის ძალები ავრცელებს.

მათივე ცნობით, კატარის დედაქალაქ დოჰაში „ჰამასის“ ხელმძღვანელობის შტაბ-ბინაზე დარტყმა უსაფრთხოების სამსახურთან, „შინ ბეთთან“ ერთად და ისრაელის საჰაერო ძალების მიერ განხორციელდა.

ხელმძღვანელობის წევრები, რომლებზეც იერიში განხორციელდა, წლების განმავლობაში ხელმძღვანელობდნენ ტერორისტული ორგანიზაციის საქმიანობას და პირდაპირ არიან პასუხისმგებელნი 7 ოქტომბრის ხოცვა-ჟლეტის განხორციელებასა და ისრაელის სახელმწიფოს წინააღმდეგ ომის წარმოებაში", - ნათქვამია განცხადებაში.