საფრანგეთის პრემიერ-მინისტრი სებასტიან ლეკორნუ გახდა

09.09.25 23:16
საფრანგეთის პრემიერ-მინისტრი სებასტიან ლეკორნუ გახდა

საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა ქვეყნის ახალ პრემიერ-მინისტრად სებასტიან ლეკორნუ დანიშნა.

როგორც „როიტერი“ წერს, საფრანგეთის ახალი პრემიერი მაკრონის ახლო მოკავშირეა.

ლეკორნუ ბოლო ორი წლის განმავლობაში საფრანგეთის მეხუთე პრემიერ-მინისტრი გახდა.

ცნობისთვის, მანამდე საფრანგეთის ყოფილ პრემიერ-მინისტრს, ფრანსუა ბაირუსა და მის მთავრობას უნდობლობა გამოუცხადეს.